აზაროვის და მორჩილაძის მეტოქეები ცნობილია | კონფერენს ლიგის წილისყრის შედეგები
Aa
Aa

აზაროვის და მორჩილაძის მეტოქეები ცნობილია | კონფერენს ლიგის წილისყრის შედეგები

კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შახტარი, რომლის ფეხბურთელი ირაკლი აზაროვია, პოზნანის ლეხს შეხვდება. კონფერენს ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია, თორნიკე მორჩილაძე, რომელიც რიეკაში ამ ზამთარში გადავიდა. რიეკა ფრანგულ სტრასბურგს დაუპირისპირდება.

1 პოზნანის ლეხი - შახტარი / ალკმაარი - პრაღის სპარტა

2 კრისტალ პალასი - ლარნაკა აეკ / ფიორენტინა - რაკუვი

3 სამსუნი - რაიო ვალეკანო / ცელიე - ათენის აეკ

4 სიგმა ოლომოუცი - მაინცი / რიეკა - სტრასბურგი

რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, პირველ მეოთხედფინალში გამარჯვეული მეორე მეოთხედფინალში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შესაბამისად, მესამე მეოთხედფინალში მოგებული მეოთხე მეოთხედფინალში საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მერვედფინალური მატჩები 12 და 19 მარტს გაიმართება, მეოთხედფინალები – 9 და 16 აპრილს, ნახევარფინალები – 30 აპრილსა და 7 მაისს, ხოლო ფინალი 27 მაისს ლაიფციგში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: სიგუას დრამატული მარცხი, მორჩილაძე 1/8-ფინალშია
კონფერენს ლიგა: სიგუას დრამატული მარცხი, მორჩილაძე 1/8-ფინალშია