გაბრიელ სიგუა, თორნიკე მორჩილაძე
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: სიგუას დრამატული მარცხი, მორჩილაძე 1/8-ფინალშია

კონფერენს ლიგაზე პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები გაიმართა, სადაც ქართველი ლეგიონერების გუნდებმა იასპარეზეს.

თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ“ კვიპროსულ „ომონიას“ შინ 3:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 4:1 – 1/8-ფინალის საგზური გაიფორმეს.

რაც შეეხება მორჩილაძეს, პირველ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო დღეს არ უთამაშია.

დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა გაბრიელ სიგუას „ლოზანა“, რომელმაც შინ ჩეხურ „სიგმასთან“ 1:2 დათმო. პირველი მატჩი ფრედ 1:1 იყო დასრულებული, მაგრამ შვეიცარიელებმა მოედნის უპირატესობა ვერ გამოიყენეს.

რაც შეეხება სიგუას, ის მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და აქტიურიც იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საგოლე გადაცემასაც ასრულებდა, თუმცა სამწუხაროდ გუნდელმა მისი გადაცემა გოლად ვერ აქცია.

„ლოზანამ“ ბოლოს გაათანაბრა კიდეც, მაგრამ ვიდეო რეფერიმ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები