ლიონელ მესი, რობერტო კარლოსი
Aa
Aa

რობერტო კარლოსი: არ გამოვრიცხავ მესიმ 2030-ის მუნდიალზეც ითამაშოს

„რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მცველს, რობერტო კარლოსს მიაჩნია, რომ ლიონელ მესიმ შესაძლოა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს.

„მესის თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რომელიც სამხრეთამერიკულ ფეხბურთს წარმოადგენს.

დაე, დატკბეს ამ მომენტით, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. თუმცა, მას სავსებით შეუძლია კიდევ ერთ მუნდიალზე თამაში. ის საკუთარ თავს ისე კარგად უვლის, რომ საბოლოო ჯამში, ასპარეზობის გაგრძელება კიდევ დიდ ხანს შეუძლია“,

- განაცხადა კარლოსმა Ole-სთან ინტერვიუში.

ლეო მესიმ დღეს თავად ისაუბრა მოახლოებულ მუნდიალზე და თავის ამჟამინდელ ფორმაზე:

„ბედნიერი და მშვიდი ვარ, ვტკბები თითოეული მომენტით, თითოეული ვარჯიშითა და თანაგუნდელებთან ერთად გატარებული ყოველი დღით. კარგად მოვემზადე, რათა საუკეთესო ფორმისთვის მიმეღწია.

ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, რომელსაც ყოველთვის მეტი სურს და მარტივად არ ნებდება. არგენტინის მეტოქეებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ჩვენში ენთუზიაზმი არ ნელდება. შეიძლება გამოგვივიდეს, შეიძლება არა, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბოლომდე დავიხარჯებით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები