რომის პაპი: ფეხბურთი გვახსენებს იმას, რაც არ უნდა დავივიწყოთ
რომის პაპმა, ლეო XIV-მ მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა.
„ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ იწყება და მატჩებს ბევრი უყურებს. ფეხბურთი გვახსენებს იმას, რაც არ უნდა დავივიწყოთ: ცხოვრება - ეს არ არის რბოლა მარტო თავის მოსაწონებლად, არამედ მოგზაურობაა, რომლის ერთად განვლასაც ვსწავლობთ. მათ, ვისაც პასის გაკეთება არ შეუძლია, თუნდაც ნიჭიერები იყვნენ, თამაშის არსი ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ. ხოლო მათ, ვისაც სხვებთან ერთად და სხვებისთვის ცხოვრება არ შეუძლია, ცხოვრება ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ.
ქრისტიანები, გარდა სიკეთისა და თვინიერებისა, უნდა იყვნენ თანამგრძნობნი, უყვარდეთ უანგაროდ და ისწრაფოდნენ სხვების კეთილდღეობისკენ, რადგან იციან, რომ თითოეულ ტანჯულ და-ძმაში ერთი და იგივე უფალია, რომელიც ითხოვს და იღებს, რომელსაც შეიწყნარებენ ან უარყოფენ, უყვართ ან სძულთ“,
- დაწერა ლეო XIV-მ X-ის საკუთარ ანგარიშზე.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.