მარკუს რაშფორდი, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

ალვარესს მხოლოდ 2 ვარიანტი აქვს - ბარსას უარი რაშფორდს

ხულიან ალვარესის სახელი კვლავ ფეხბურთის ყურადღების ცენტრშია მას შემდეგ, რაც მის მიმართ ინტერესი „ბარსელონამ“, პსჟ-მ და მადრიდის „რეალმა“ გამოხატეს.

26 წლის ფეხბურთელს უკვე დაფიქსირებული აქვს თავისი შეხედულება: მისი ფავორიტი კლუბი ბავშვობიდანვე „ბარსელონაა“. ეს კი კატალონიელებს რბოლაში უპირატესობას აძლევს, მაგრამ „ატლეტიკო“ თავისი ლიდერის მარტივად დათმობას არ აპირებს.

რაც ფლორენტინო პერესმა გააკეთა, ეს იყო კლასიკური სატრანსფერო „ფანდი“, რომლითაც თავის მოსისხლე მტერ „ბარსას“ საქმე გაურთულა. როგორ? „ატლეტიკომ“ თანაქალაქელების მხრიდან 500 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა და ამით ყველაზე მეტად „ბლაუგრანამ“ იზარალა, რადგან მათ სასურველ სამიზნეს ფასი საგრძნობლად აეწია.

ესპანური COPE ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ალვარესს სიმეონესთან მუშაობის გაგრძელება აღარ სურს.

„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ წინასწარი შეთანხმება ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც კატალონიელებს 150 მილიონი უნდა შეეთავაზებინათ, მაგრამ მხოლოდ 100 მილიონიანი წინადადება ვიხილეთ. კლუბები მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ჯერ არაფერი დასრულებულა.

ამ მომენტისთვის ალვარესს მხოლოდ 2 რეალური ვარიანტი აქვს: „ბარსელონაში“ გადასვლა, ან „ატლეტიკოში“ დარჩენა. პრინციპში, ობიექტურად - აქამდეც მხოლოდ ეს ორი ვერსია იყო, სხვა დანარჩენი უბრალო ფანდი და ჭორი გამოდგა.

პარალელურად გადაწყდა მარკუს რაშფორდის ბედი. როგორც Marca იუწყება, „ბარსელონამ“ გადაწყვიტა, არ გამოისყიდოს თავდამსხმელი იჯარის დასრულების შემდეგ 30 მილიონ ევროდ. გამოსყიდვის ოპცია ძალაშია მომავალ ორშაბათამდე.

აღინიშნება, რომ „ბარსელონას“ გადაწყვეტილებაზე, „ნიუკასლიდან“ ენტონი გორდონის ტრანსფერის გარდა, გავლენა მოახდინა რაშფორდის სუსტმა თამაშმა დაცვაში, მარკუსის ასაკმა და მისმა მაღალმა ხელფასმა. გადამწყვეტი აღმოჩნდა კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის პოზიცია.

ცნობისთვის, 2025/26 წლების სეზონში რაშფორდმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები