ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი პროგრესი უზარმაზარია. სწორ მწვრთნელებთან მოხვდა“ - ყოფილი მწვრთნელი

ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა და ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა.

რას ამბობს შარონოვი:

„ხვიჩამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა, მოხვდა სწორ გუნდებში და სწორ მწვრთნელებთან. იმედი მაქვს, ის მოიგებს „ოქროს ბურთს“, მაგრამ არ დაივიწყებს თანაგუნდელებს. ხომ ფაქტია, რომ „პსჟ“-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისება - გუნდური სულისკვეთება და ის თამაშის სტილია, რომელიც ლუის ენრიკემ შექმნა. ვფიქრობ, ამით „არსენალიც“ გამოირჩევა“.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად 2025/26 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სეზონის დასრულების შემდეგ ქართველი შემტევი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „როდესაც ბურთს ეხება, იცი, რომ რაღაც მოხდება“ | Le Parisien-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე
    „როდესაც ბურთს ეხება, იცი, რომ რაღაც მოხდება“ | Le Parisien-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე