150 მილიონი ევრო - ფლორენტინო რეკორდულ შეთავაზებას ამზადებს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ ისტორიაში რეკორდული ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ 3 ტრანსფერი: ჟოზე მოურინიო, იბრაჰიმა კონატე და დენზელ დუმფრისი. თუმცა ეს დასასრული არაა. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ტოპკლუბის ფეხბურთელთან დაკავშირებით წინადადებას გავაგზავნით. ეს იქნება ყველაზე დიდი თანხა, რაც „რეალს“ ოდესმე ფეხბურთელში გადაუხდია - სულ მცირე 150 მილიონი ევრო.
ოლისე? კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მასზე არ მაქვს საუბარი. ეს არც ჟერემი დოკუა, არც ერლინგ ჰოლანდი და არც ჰარი კეინი. ის ნახევარდაცვასა და შეტევაში თამაშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელია და „გალაქტიკოს“ დონისაა - კრიშტიანუ რონალდუსა და კაკას დონის ტრანსფერი“.
ცნობისთვის, ფლორენტინო პერესის კონკურენტი ენრიკე რიკელმე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის დანიშვნის პირობას დებს და აცხადებს, რომ „სამეფო კლუბში“ როდრისა და ერლინგ ჰოლანდს მიიყვანს.
აქვე გეტყვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები „რეალში“ 7 ივნისს გაიმართება.