ერლინგ ჰოლანდი, როდრი
Aa
Aa

რიკელმე: დეტალებს ვერ გავამხელ, თუ არჩევნებს მოვიგებ, ორივე მათგანი რეალში ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ენრიკე რიკელმემ, როდრისა და ერლინგ ჰოლანდის პოტენციური ტრანსფერების დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.

37 წლის ბიზნესმენმა მანამდე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ფლორენტინო პერესის დამარცხების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტიდან“ ამ ფეხბურთელების ტრანსფერებს განახორციელებდა. ოთხშაბათს, რიკელმემ გადაცემა El Hormiguero-ს ეთერში მადრიდული კლუბის ახალი საშინაო ფორმის მაისური აჩვენა, რომელზეც ჰოლანდის გვარი ეწერა.

- მოაწერეს თუ არა ფეხბურთელებმა ხელი რაიმე სახის შეთანხმებას?

„დეტალებს ვერ გავამჟღავნებ, რადგან არ მინდა ხალხი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო. ჩემი აზრით, კლუბის მხრიდან ფეხბურთელის დაცვა ნორმალურია, რადგან ის ამ კლუბში თამაშობს და ამას პატივი უნდა ვცეთ. სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 37 წლის ასაკში არ ვაპირებ გარისკვას ჩემი პროფესიული და პირადი რეპუტაციით, ისევე როგორც კანდიდატის რეპუტაციით, განსაკუთრებით ჩემ მიერ წარმოდგენილი გარანტიების გათვალისწინებით.

უკვე ვთქვი, რომ თუ ვერც ერთი მათგანის დამატებას ვერ შევძლებ, პირადად გადავიხდი საწევრო გადასახადს 100 000-ვე სოსიოსთვის (კლუბის წევრისთვის) და ეს ნოტარიულად იქნება დამოწმებული. ვფიქრობ, ყველასთვის აშკარაა, რომ ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რათა ამ ორმა ფეხბურთელმა „რეალში“ ითამაშოს“.

- შეხვდით თუ არა ჰოლანდს?

„ეს ჩვენ შორის დარჩება... თუმცა მე ნამდვილად ვნახე ის ახლახან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ფეხბურთელს. ვაცნობებ სოსიოსებს, რომ გავასაჯაროვე ნოტარიულად დამოწმებული გარანტია და არ ვაპირებ 37 წლის ასაკში გავრისკო არა მხოლოდ ჩემი აქტივებით, არამედ ავტორიტეტითაც ისეთი ტრანსფერის გამო, რომელიც შეიძლება არც შედგეს“.

- აქვს თუ არა ჰოლანდს (კონტრაქტში) გამოსასყიდი პუნქტი?

„დიახ, იქ არის კონტრაქტის გაწყვეტის პუნქტი“.

- დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს?

„მთელი ეს ინტერვიუ ჰოლანდს მიეძღვნება? დეტალებში შესვლას არ ვაპირებ. თუ მე პრეზიდენტი გავხდები, როდრი და ჰოლანდი „რეალში“ ითამაშებენ. მე განზრახული მაქვს ამას მივაღწიო“.

- განაცხადა რიკელმემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები