ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„საქართველო ძლიერი გუნდია“ | ბაჰრეინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი

ბაჰრეინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დრაგან ტალაიჩმა საქართველოსთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა. „ჯვაროსნებმა“ მეტოქე 2:0 დაამარცხეს და ბაჰრეინელთა დამრიგებელმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„საქართველოს გამარჯვებას ვულოცავ. ვეცადეთ ჩვენი საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა. ეს ყოველთვის ჩვენზე არაა დამოკიდებული, მეტოქეზეცაა დამოკიდებული. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, 1 უხეში შეცდომა დავუშვით და გოლად დაგვიჯდა. პენალტი არ იყო აშკარა. მომავალში ვეცდებით რომ შეტევაში უკეთ ვითამაშოთ. ვაცნობიერებთ რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, წარმატებას ვუსურვებ.

დაბალი ბლოკით თამაში ჩვენი გეგმა არ იყო, საქართველოს ნაკრებმა გვაიძულა. დაბალი ბლოკით თამაში კარგად გამოგვივიდა რადგან პირველ ტაიმში მეტოქეს რეალურო საგოლე მომენტი არ ჰქონია.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 52-ე წუთზე, ლუკა ლოჩოშვილის გოლით გახსნა. 77-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:0.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ყველაფერი აქვს“ | ჰესკის ლივერპულში კვარაცხელიას ხილვა სურს
„მას ყველაფერი აქვს“ | ჰესკის ლივერპულში კვარაცხელიას ხილვა სურს