იბერია 1999, სლოვანი
Aa
Aa

„საქმე ჯერ დამთავრებული არაა“ - სლოვანის ფორვარდი იბერიაზე

ბრატისლავის „სლოვანის“ უკრაინელმა ფორვარდმა, მიკოლა კუხარევიჩმა „იბერია 1999“-თან განმეორებითი მატჩის წინ გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სლოვაკური კლუბის ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე დაგეგმილი განმეორებითი მატჩისთვის ძალიან სერიოზულად ემზადებიან.

„კარგი პოზიცია გვაქვს, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ საქმე უკვე გაკეთებულია. ორმატჩიანი დაპირისპირების მხოლოდ ნახევარი გზა გავიარეთ, ამიტომაც საპასუხო მატჩშიც მოსაგებად ვითამაშებთ.

ახალ სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად ვითამაშებთ და მოუთმენლად ველოდებით ჩვენს გულშემატკივრებთან შეხვედრას. გვინდა, საკუთარ მოედანზე შეკრებილი ფანები გავახაროთ“.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ თბილისში გამართულ შეხვედრაში „იბერია“ „სლოვანთან“ 0:2 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი ბრატისლავაში ხვალ, თბილისის დროით 22:15 საათზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში „იბერია“ ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე ჩრდილოირლანდიურ „ლარნესა“ და სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ შორის დამარცხებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ მინდა ჩემი გუნდი ასე ღრმად იხევდეს უკან | იაია ტურეს შეფასება
არ მინდა ჩემი გუნდი ასე ღრმად იხევდეს უკან | იაია ტურეს შეფასება