გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

ჯინჯოლავა: მსაჯმა თამაშზე გავლენა მოახდინა და სლოვანს უფრო მეტად გაუმართლა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერია'' შინ „სლოვანთან'' 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან „იბერიას'' კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ ისაუბრა.

„უპირველესად, მადლობა ქომაგებს, ვინც მოვიდა და გვერდით დაგვიდგა.

თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ იქიდან გამომდინარე, რომ შინ ორბურთიანი სხვაობით დავმარცხდით, მაგრამ თამაშში დადებითი ეპიზოდები იყო. მაგალითად, ბურთის ფლობა ჩვენს სასარგებლოდ იყო, გარკვეული მომენტებიც გვქონდა. მსაჯმაც მოახდინა თამაშზე გავლენა, ორი გაუქმებული გოლი და პლუს არდანიშნული პენალტი - ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს. პირველი გოლი რომ გაგვეტანა, გარდამტეხი მომენტი იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი წინაა. გულშემატკივარს მინდა ვუთხრა და შევპირდე, რომ იმედებს არ გავუცრუებ''.

თუ რამდენად კარგად იყო „იბერია'' ფსიქოლოგიურად მომზადებული, ამასთან დაკავშირებით კაპიტანმა თქვა: „შესაძლოა, თამაშის დაწყებამდე ყველას ჰქონდეს ფიქრი, რომ მატჩი ცუდი შედეგით დამთავრდება, რადგან ბოლო წლებში ასე იყო, მაგრამ პირველი 5 წუთის მერე... ყველამ ნახა და ყველამ იგრძნო საკუთარი შესაძლებლობები და  ის რომ შეგვიძლია თამაში და არა მარტო ამ გუნდთან, ნებისმიერ გუნდთან. ცოტა გამართლებაც იყო, ალბათ მეტოქეს უფრო მეტად გაუმართლა და ჩვენთვის კარგი დღე არ იყო''.

„იბერიას'' დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან გაუჭირდა. ამასთან დაკავშირებით ჯინჯოლავამ განაცხადა: „ყველა კომპონენტზე ვმუშაობთ, მათ შორის დამაგვირგვინებელ ფაზაში ზუსტად მოქმედებაზე. შესაძლოა, იყოს დღე და ბოლო ფაზაში ზუსტად ვერ იმოქმედო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, არამარტო ბოლო ფაზაში მოქმედებაზე, არამედ სხვა კომპონენტებზეც. მაგალითად იმაზე, რომ მეორე ტაიმშიც კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიყოთ''.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 29 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება. თბილისის დროით 22 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბერია 1999 - სლოვანი 0:2 (ფოტოამბავი)
იბერია 1999 - სლოვანი 0:2 (ფოტოამბავი)