2 გაუქმებული გოლი - იბერია 1999 სლოვანთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში იბერია 1999-მა ბრატისლავის სლოვანს უმასპინძლა და სამწუხაროდ 0:2 დამარცხდა.
მატჩი დემჩენკოს შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე ანგარიშიც გახსნეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა.
მიუხედავად ამისა, მასპინძლები უპირატესობას მაინც ფლობდნენ, მეტიც სტუმრები იბერიას ნახევარზე ვერ გადმოდიოდნენ.
ერთ-ერთი პირველი შეტევისას, თბილისური კლუბის კართან კუთხური დაინიშნა. სამწუხაროდ, 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა. თავი შპორარმა გამოიჩინა.
გატანილი გოლის შემდეგ, სლოვანმა უპირატესობა მოიპოვა და 32-ე წუთზე მეორე გოლი გავიდა. თავი ამჯერად იარანგმა გამოიჩინა, რომელმაც საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში დემჩენკოს შეგირდები გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტი შექმნეს. Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა გოლიც გაიტანა, თუმცა კვლავ გაუქმდა.
სამწუხაროდ, დარჩენილ დროში იბერია 1999-მა ანგარიშში სხვაობის შეტანა ვერ შეძლო. ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 29 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 22:15-დან დაიწყება.