„ასეთი ზიზღი უსაფუძვლოა“ - ლისანდრომ არგენტინის მიმართ კრიტიკაზე ისაუბრა
არგენტინის ნაკრების მცველმა, ლისანდრო მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატის დროს არგენტინის ნაკრების მიმართ გულშემატკივრების დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 28 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ფანების მხრიდან წამოსული ნეგატიური დამოკიდებულება უსაფუძვლოა.
რას ამბობს მარტინესი:
„შერეული გრძნობები მაქვს. ეს ცოტათი მაბრაზებს, რადგან ასეთი სიძულვილის საფუძველი არ არსებობს. ამპარტავნებად გვთვლიან, მაგრამ, შესაძლოა, ეს უფრო იმ ადამიანებზე მეტყველებს, ვინც ამას ამბობს, ვიდრე ჩვენზე. მეტოქეებს ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით.
ფინალის შემდეგ ესპანეთის ყველა მოთამაშეს და სამწვრთნელო შტაბის მივესალმეთ. კადრი, რომელშიც კამერისკენ ზურგით ვართ, გადაღებულია მაშინ, როცა ჩვენს ფანებთან ერთად სიმღერას ვაგრძელებდით – ეს არგენტინელი გულშემატკივრების მიმართ პატივისცემის ნიშანი იყო, არ შეგვეძლო უბრალოდ წავსულიყავით“.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელები ფინალში გავიდნენ, სადაც ესპანეთის ნაკრებთან დამატებით დროში, 0:1 დამარცხდნენ.