გორის დილა
Aa
Aa

„შევეცდებით, მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ“ - დილას მწვრთნელი

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს გორის „დილა“ სტუმრად კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტის ვავალისმა განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა ახლა საქართველოს საკლუბო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება იქნება.

დიამანტას ვავალისი:

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია და სათასო მატჩის შემდეგ გარკვეული დაღლილობაც გვეტყობა, დარწმუნებული ვარ და ბიჭებიც აცნობიერებენ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია.

ვეცდებით მოედანზე მაქსიმალურად მომზადებულები და ენერგიულები გავიდეთ. ხუთ დღეში სამი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის, თანაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა შეხვედრაში დიდი დრო ათი ფეხბურთელით მოგვიწია თამაში. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ გუნდისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომ საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ.

გუნდში კარგი განწყობაა. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც წინა შეხვედრაში დავუშვით. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ბევრი გვაქვს.

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ და ამით არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ საქართველოსაც დავეხმაროთ ქვეყნის საკლუბო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებით“.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში „დილა“ საკუთარ მოედანზე 0:4 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

გორის დილას პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოგება გორშიც და კვიპროსშიც - გორელების საბრძოლო განწყობა
მოგება გორშიც და კვიპროსშიც - გორელების საბრძოლო განწყობა