ლამინ იამალი
Aa
Aa

ისტორიაში პირველი ესპანელი - იამალმა მორიგი ჯილდო მიიღო

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ლამინ იამალი დასახელდა. „ბარსელონას“ 18 წლის ვარსკვლავმა ლა ლიგაში 16 გოლის გატანასთან ერთად, 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც გათამაშების საუკეთესო ასისტენტი გახდა. შესაძლოა ლამინის სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, თუმცა ტრავმის გამო, რომელსაც ახლაც მკურნალობს, მან სეზონის ფინიში გამოტოვა.

ჯილდოს მიღებასთან ერთად, იამალი ისტორიაშიც შევიდა, რადგან გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა. პრიზი 2009 წელს დაწესდა და მას შემდეგ ცხრაჯერ ლიონელ მესიმ მიიღო, ორჯერ კარიმ ბენზემა შეარჩიეს, თითოჯერ კი გამარჯვებულები კრიშტიანუ რონალდუ, ანტუან გრიზმანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჯუდ ბელინგემი, რაფინია და იან ობლაკი გახდნენ.

ცნობისათვის, ამჟამად ლამინ იამალი სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება და მოასწრებს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურისთვის გამოჯანმრთელებას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშშ-ში შესვლა შეეძლებათ | Reuters-ის მიხედვით, ირანის ფეხბურთელებზე ვიზები გაიცა
აშშ-ში შესვლა შეეძლებათ | Reuters-ის მიხედვით, ირანის ფეხბურთელებზე ვიზები გაიცა