რეალი, ბარსელონა
Aa
Aa

„კლასიკოში 17 მსაჯის წინააღმდეგ ვითამაშებთ“ | რეალის ტელევიზია ბარსასთან მატჩზე

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში „ბარსელონა“ „ბეტისს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის 43-ე წუთზე, „ვერდიბლანკოსმა“ ანგარიში 2:2 გახადა, თუმცა მომენტის გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა, რადგან კუჩო ერნანდესზე ხელით თამაში დაფიქსირდა.

ტურის დასრულების შემდეგ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები მსაჯზე აქტიურ ზეწოლას ახდენდნენ და ინსტრუქციებს აძლევდნენ, ეპიზოდი გადაემოწმებინა, რაც „რეალის“ ტელევიზიას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ელ კლასიკოში რეალს 17 მსაჯის წინააღმდეგ მოუწევს თამაში: მოედნის სამი მსაჯი, მეოთხე მსაჯი, ვიდეორეფერი, მისი ასისტენტი და ბარსელონას 11 ფეხბურთელი, რომლებიც უკვე მსაჯების მოვალეობებს ასრულებენ.

17 არბიტრის წინააღმდეგ თამაში ურთულესი იქნება. ახლა ბარსელონას ფეხბურთელები წყვეტენ, VAR-მა რომელი ეპიზოდი გადაამოწმოს და რომელი დატოვოს გადამოწმების გარეშე. ეს ხდება, რადგან ისინიც არბიტრები არიან და ამიერიდან, მატჩებს თავად განსჯიან. ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში ეს უპასუხოდ არ დარჩებოდა... კვირის თამაში ურთულესი იქნება მიზეზთა გამო, რომლებიც ძალიან კარგად ვიცით".

ცნობისთვის, „რეალს“ 21 ქულა აქვს და „ბარსელონას“ 6 ქულით ჩამორჩება. მიმდინარე სეზონის პირველ „ელ კლასიკოს“ 25 ოქტომბერს, თბილისის დროით, 23:55-დან ვიხილავთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს ბიჭი განსაკუთრებულია“ - არსენალის ექსფეხბურთელი ხვიჩაზე
    „ეს ბიჭი განსაკუთრებულია“ - არსენალის ექსფეხბურთელი ხვიჩაზე