ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი ატლეტიკოსთან მატჩზე: ბარსელონას ქამბექი შეუძლია

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში, „ატლეტიკოსთან“ განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ, სიტუაციის გამოსწორების იმედი გამოთქვა.

„ქამბექი შეგვიძლია. ჩვენ ვიბრძოლებთ, ამიტომაც „კამპ ნოუზე“ ჩვენი გულშემატკივრები გვჭირდება. პირველ ტაიმში გუნდურად ცუდად ვითამაშეთ. პრესინგს ისე არ ვახორციელებდით, როგორც გვსურდა. მინდოდა, ისეთივე თავდადება დამენახა, როგორიც „ატლეტიკომ“ აჩვენა. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. გუნდით ვამაყობ. რა თქმა უნდა, პირველი 45 წუთით უკმაყოფილო ვარ, თუმცა ვამაყობ იმით, თუ როგორ ვთამაშობთ მიმდინარე სეზონში. სიტუაციის შემოტრიალების შანსი გვაქვს. შეგვიძლია, თითოეული ტაიმი 2:0 მოვიგოთ“, — განაცხადა ჰანსი ფლიკმა.

თავის მხრივ, „ატლეტიკოს“ თავკაცმა, დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ გუნდის გულშემატკივრებს სწორედ ასეთი მატჩები სჭირდება.

„ვიცოდით, რომ ისინი არ დანებდებოდნენ. მათ აქვთ იმის რესურსი, რომ ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდნენ. მეორე ტაიმი სწორედ ასე დაიწყო. გვქონდა ეპიზოდები, როდესაც მეორე ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო. ის პირველს არ ჰგავდა. თუმცა, ბიჭებმა გამორჩეული მატჩი ჩაატარეს. ვიცით, ვის ვეთამაშებით. მოდუნება არ შეიძლება. საპასუხო მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ დღეს ჩვენს გულშემატკივრებს სიხარული მივანიჭეთ — ისინი ამას იმსახურებენ“, — თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 3 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უეფას პოზიცია მკაფიოა“ | ჩეფერინის კომენტარი რუსების შესაძლო დაბრუნებაზე
„უეფას პოზიცია მკაფიოა“ | ჩეფერინის კომენტარი რუსების შესაძლო დაბრუნებაზე