ბაიერნი, ვენსან კომპანი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

კომპანი: “ეს ძალიან ემოციური თამაში იყო“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გულშემატკივრებმა ზღაპრული მატჩი იხილეს. ბაიერნმა რეალს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომპანი:

„ეს ძალიან ემოციური თამაში იყო. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ ბევრი გოლის გატანა შგვეძლო, თუმცა, მადრიდის რეალი, მადრიდის რეალია.

ისინი ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ბიჭები დღეს ფსიქოლოგიურად ძლიერები იყვნენ, რათა წარუმატებლობების შემდეგ გამოჯანმრთელებულიყვნენ.

გულშემატკივრებიც დაგვეხმარნენ. ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ჩვენი მომენტი დადგებოდა.

დღეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მაგრამ შემდეგი თამაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები