თავბრუსხვევა, პანიკური შეტევა - მიზეზები, რის გამოც მექვაბიშვილმა კლუჟთან ვერ ითამაშა
მიმდინარე სეზონში კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის და გასულ ტურში პრინციპული მატჩი კლუჟთან 0:4 დათმო.
სამწუხაროდ, კრაიოვას ქართველი ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი ვერ დაეხმარა და ამის მიზეზებზე რუმინული გამოცემა DigiSport წერს:
24 წლის ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში გუნდის უცვლელი წევრი იყო, თუმცა „კლუჟ არენაზე“ თამაშამდე ცოტა ხნით ადრე ჯანმრთელობის პრობლემი გაჩნდა.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, ანდრეი ვოჩინმა განაცხადა, რომ მექვაბიშვილს პანიკური შეტევა ჰქონდა:
„ანზორი მატჩის წინ მოთელვას გადიოდა, რა დროსაც თავი ცუდად იგრძნო — ჰქონდა თავბრუსხვევა. როგორც ჩანს, პანიკური შეტევა იყო. ის სასტარტოში იყო, მაგრამ თამაში ვეღარ შეძლო,“ — თქვა ვოჩინმა.
მისივე თქმით, საინტერესოა, რომ „კრაიოვამ“ პლეი-ოფში ორი მარცხი სწორედ იმ მატჩებში განიცადა, რომლებშიც მექვაბიშვილი არ თამაშობდა.
სტატისტიკურად, ქართველი ფეხბურთელი ამ სეზონში გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა — 43 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას გუნდისთვის.