რონალდ კუმანი, დენზელ დუმფრისი, კოდი გაკპო, კრისენსიო სამერვილი, ბრაიან ბრობი, ენტონი ელანგა
Aa
Aa

ბრობის და გაკპოს დუბლები | შვედეთი ნიდერლანდებთან განადგურდა

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური მიმდინარეობს და სათამაშო დღე ნიდერლანდებისა და შვედეთის მატჩით გაიხსნა.

რონალდ კუმანის გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და სათამაშო უპირატესობა გოლებად მალევე აქცია: მეხუთე წუთზე ბრაიან ბრობიმ კოდი გაკპოს პასის შემდეგ გამოიჩინა თავი, მე-17 წუთზე კი დუბლი გაიფორმა. შვედეთს ორი კარგი მომენტი ტაიმის ბოლოს შეექმნა, თუმცა ბარტ ვერბრუგენმა ჯერ ვიქტორ გიოკერეშის, შემდეგ კი იასირ აიარის დარტყმები მოიგერია.

მეორე ტაიმის სტარტზე „ნარინჯისფრების“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა - დენზელ დუმფრისმა მეორე ასისტი მიითვალა, გოლი კი კოდი გაკპოს ანგარიშზეა. 54-ე წუთზე გაკპომაც გაიფორმა დუბლი, რამდენიმე წუთში კი ცვლილებაზე შესულმა ენტონი ელანგამ ერთი გოლი გაქვითა.

89-ე წუთზე კრისენსიო სამერვილმა ნიდერლანდების მეხუთე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:1.

ნიდერლანდებს ორი მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვთ, შვედეთი კი 3 ქულით მეორე ადგილზეა. ამავე ჯგუფში ამაღამ ტუნისი  (0 ქულა) იაპონიას (1 ქულა) შეხვდება. მესამე ტურის განრიგი კი ასე გამოიყურება: ნიდერლანდები-ტუნისი, იაპონია-შვედეთი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველას გვაკრიტიკებენ, მაგრამ კრიშტიანუ მთავარი სამიზნეა“ - დიაშმა რონალდუ დაიცვა
„ყველას გვაკრიტიკებენ, მაგრამ კრიშტიანუ მთავარი სამიზნეა“ - დიაშმა რონალდუ დაიცვა