გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

თავისუფალი აგენტის სტატუსით | გიორგი ქვილითაია გერმანულ კლუბში ითამაშებს

გიორგი ქვილითაია „მეცის“ რიგებს ტოვებს. ფრანგულ კლუბთან დაახლოებული გამოცემის, Culture Grenat-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი კარიერას გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში, ბუნდესლიგა 2-ში გააგრძელებს.

Culture Grenat-მა Geo Team-ის გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და დაწერა, რომ ქვილითია „ჰოლშტაინ კილს“ შეუერთდება. გიორგი კლუბთან 1-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და გერმანიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ცნობისთვის, ქვილითია „მეცში“ ზამთარში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს მისი გაგრძელების უფლება ჰქონდათ თუ „მეცი“ უმაღლეს დივიზიონში დარჩებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა და 32 წლის თავდამსხმელმა ადგილსამყოფელი გამოიცვალა.

რაც შეეხება „კილს“, გასულ სეზონში გუნდი ბუნდესლიგა 2-ში დასარჩენად იბრძოდა და 34 ტურში 41 ქულა დააგროვა. „კილმა“ გასავარდნ ზონას 4 ქულით გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯასტინის წყალობით შესანიშნავი კვირა მქონდა“ - ნგანუ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
„ჯასტინის წყალობით შესანიშნავი კვირა მქონდა“ - ნგანუ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე