ჰანსი ფლიკი, ხულიან ალვარესი, ანტუან გრიზმანი, დიეგო სიმეონე, ადემოლა ლუკმენი
Aa
Aa

სამეფო თასი: ატლეტიკომ ბარსელონა გაანადგურა! წინ მეორე მატჩია

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

წყვილში ფავორიტად „ბარსა“ ითვლებოდა, თუმცა საწყისი 45 წუთის შემდეგ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ჩოლო სიმეონეს გუნდმა ტაიმი 4:0 მოიგო!

პედრის, რაფინიასა და რაშფორდის გარეშე მოთამაშე „ბლაუგრანამ“ შეტევაში ბევრი ვერაფერი შექმნა. ჰანსი ფლიკის ამოწეულ დაცვის ხაზს კი სიმეონემ თავისი ტაქტიკით მარტივი განაჩენი გამოუტანა.

ჟოან გარსიას შეცდომის შედეგად ერიკ გარსიამ ავტოგოლი გაიტანა. ამის შემდეგ ადემოლა ლუკმენმა, ანტუან გრიზმანმა და ხულიენ ალვარესმა თამაში პირველივე ტაიმში დაასრულეს. გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე ალბათ საუკეთესო იყო ჯულიანო სიმეონე, რომელმაც 90-ს +დამატებული 10 წუთი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და „ბლაუგრანას“ ამოწეული დაცვის ხაზისთვის მომაკვდინებელ დარტყმებს სწორედ ის ახორციელებდა.

მეორე ტაიმში „ბარსამ“ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ პაუ კუბარსის გოლი 1 სანტიმეტრიანი თამაშგარის გამო გაუქმდა. ამის შემდეგ, მოედანზე ბევრი არაფერი მომხდარა. ბოლო წუთებზე ფერან ტორესის ცუდი თამაშის შედეგად, მოედნიდან ერიკ გარსია გააძევეს და დამატებული 10 წუთიც ფორმალობად იქცა.

ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი 3 მარტს (23:55) „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები