ოპერაცია დასჭირდება | ეკიტიკე წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს
„ლივერპულის“ ფრანგი ფორვარდი უგო ეკიტიკე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ გუშინდელი მატჩის 30-ე წუთზე ეკიტიკემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგ ფორვარდს აქილევსის მყესი გაუწყდა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა განაცხადა, რომ ტრავმა „კარგად არ გამოიყურება“.
„ყველამ ვნახეთ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება საბოლოოდ. მეორე ტაიმის შემდეგ სახლში წავიდა და ჯერ არ მინახავს. როგორც ჩანს, მოთამაშის დაკარგვა ამ სეზონში არაერთხელ გვქონია, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით რთულია — არავის უნდა ტრავმა, განსაკუთრებით სეზონის ასეთ ეტაპზე.“
უდიდესი ალბათობით, ეკიტიკე მოედანს 8-9 თვეში, 2027 წლის დასაწყისში დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 23 წლის ფორვარდი საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალზე ვერ დაეხმარება.
„ეკიტიკეს ოპერაცია დასჭირდება. ასეთი სცენარის დროს, საუკეთესო შემთხვევაში პროფესიონალი ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ 9 თვის შემდეგ ბრუნდება“, - განუცხადა L’Equipe-ს სპორტულმა ქირურგმა ნიკოლა ბოდრიემ, რომელიც მყესებისა და ჯვარედინი იოგების ოპერაციების სპეციალისტია.