„გზა ლეგენდობამდე ამ ბრძოლაზე გადის“ - თოფურიას მწვრთნელის განცხადება
ისლამ მახაჩევის განცხადების შემდეგ, რომელმაც ილია თოფურიასთან ბრძოლის გამართვაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა, ამ დაპირისპირების თაობაზე მედიაშიც უფრო ხშირად იწერება და დაღესტნელისა და ილიას წარმომადგენლებიც ბევრს საუბრობენ. ბოლო ადამიანი, რომელმაც თოფურია-მახაჩევის შესაძლო დაპირისპირების თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, „ელ მატადორის“ მწვრთნელი ხავი კლიმენტი იყო, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა:
„არ დავმალავ და ილიაც ხშირად ამბობს, რომ ისლამ მახაჩევთან ბრძოლა უნდა. ეს იქნება ორი ლეგენდის დაპირისპირება და იქიდან გამომდინარე, რომ გულშემატკივრების სურვილსაც ვითვალისწინებით, დაჟინებით სწორედ ამიტომ ვითხოვთ ისლამთან დაპირისპირებას. იმედია, რომ ყველა წვრილმანი დეტალი მოგვარდება და მათ დუელს ოქტაგონზე ვიხილავთ“.
ცნობისათვის, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ღონისძიების ყველა მონაწილის შესახებ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დონალდ ტრამპმა ამ ქარდზე რუსი მებრძოლების დაშვება კატეგორიულად გამორიცხა, ივნისში თოფურია-მახაჩევის ბრძოლას ნაკლებად ელოდებიან.