დენა უაითი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

„მებრძოლები ოვალური კაბინეტიდან გამოვლენ - ეს რაღაც განუმეორებელი იქნება“

UFC-ის პრეზიდენტს დენა უაითს, სჯერა, რომ თეთრ სახლში გასამართი ქარდი ყველა მოლოდინს გაამართლებს და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული ღონისძიება გახდება.

„როგორც უკვე ვთქვი, ბრძოლების განრიგს (card) ამ კვირაშივე დავასრულებთ. ეს სიტყვასიტყვით უნიკალური მოვლენაა, ერთადერთი თავის სახეობაში. მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ვიზუალიზაცია, თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. მასში გათვალისწინებულია ის ხეებიც კი, რომლებიც სამხრეთ მდელოზეა. ზუსტად გვეცოდინება, სად იქნება მზე მის ჩასვლამდე. მთელი ლოჯისტიკა მზადაა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება ისტორიაში ყველაზე ყურებადი UFC-ის ტურნირი.

ეს ჩვენს სპორტს გააცნობს ბევრ ისეთ ადამიანს, ვისაც ის არასდროს უნახავს. რაც შეეხება პირადად მე, ჩემს მენეჯმენტს, თანამშრომლებს, მედიას და მებრძოლებს - ეს იქნება ყველაზე უნიკალური და შთამბეჭდავი საღამო ჩვენს კარიერაში. მებრძოლები არენაზე ოვალური კაბინეტიდან გამოვლენ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჟურნალისტი და გულშემატკივარიც კი, რომელიც ამ სპორტს ადევნებს თვალს, თეთრ სახლში არასდროს ყოფილა, მით უმეტეს მებრძოლები. ასე რომ, ეს მართლაც განსაკუთრებული საღამოა. თქვენ იცით, როცა რამეს ვაკეთებთ, მირჩევნია მასშტაბურად გავაკეთოთ. და ეს იქნება რაღაც განსაკუთრებული“,

- ციტირებს უაითის სიტყვებს გამოცემა MMA Fighting.

UFC-ის სადღესასწაულო ღონისძიება, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს ეძღვნება, 14 ივნისს გაიმართება. დენა უაითი გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ტურნირის სრულ შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები