ჯანი ინფანტინო, ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

ჯანი ინფანტინოს ახსნა-განმარტება ბალოგუნის გაუქმებულ დისკვალიფიკაციაზე

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პირველმა პირმა ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე ისაუბრა და ახსნა-განმარტება გააკეთა.

„გავეცანი საჯარო კომენტარებს FIFA-ს დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ეხება, და მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო FIFA-ს მმართველობის ფუნდამენტური პრინციპი.

FIFA-ს იურიდიული ორგანოები დამოუკიდებლები არიან. ისინი მოქმედებენ ავტონომიურად, ხელმძღვანელობენ ორგანიზაციის სადისციპლინო კოდექსით და საქმეებს წყვეტენ მოქმედი რეგულაციებისა და მათ წინაშე არსებული კონკრეტული ფაქტების მიხედვით. მათი დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ფეხბურთის სანდოობისა და სამართლიანობისთვის და ამას ყოველთვის უნდა ვცეთ პატივი.

დიახ, მე რეგულარულად განვიხილავ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ამ კონკრეტულ თემაზე ნამდვილად მივიღე ზარი დონალდ ტრამპისგან — ისევე, როგორც ვიღებ ზარებს სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურისგან, მთავრობის ოფიციალური პირებისგან, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებისგან და ბიზნესმენებისგან სხვადასხვა საკითხზე. ჩვენი საუბრისას მე განვმარტე, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცესი FIFA-ს დამოუკიდებელ იურიდიულ ორგანოებში და ისინი საქმეს დროულად გადაწყვეტდნენ.

აი, ასე მუშაობს FIFA-ს სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დავიცავ. ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებებს მაშინ ვეცნობი, როდესაც ისინი ოფიციალურად ქვეყნდება. ზოგჯერ მათ გამო გაოცებული ვარ. ზოგჯერ ვეთანხმები, ზოგჯერ კი — არა. თუმცა რასაც ყოველთვის ვაკეთებ, არის ამ გადაწყვეტილებებისა და მათი მიმღები ორგანოების ავტონომიის პატივისცემა. მოგვწონს ესა თუ ის გადაწყვეტილება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა არის ის, რაც ნებისმიერ დროს იცავს სამართლიანობასა და ჩვენს რეპუტაციას“.

ცნობისთვის, ფოლარინ ბალოგუნმა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და ბელგიასთან არ უნდა ეთამაშა, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალეს და „წითელ ეშმაკებთან“ მოედანზე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნორვეგიული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა“ - ჰოლანდი
„ნორვეგიული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა“ - ჰოლანდი