„მართლაც რა ბრძოლა იყო!“ | დონალდ ტრამპი ილიასა და გეიჯის ჩხუბზე
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარ მოვლენას გამოეხმაურა. ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ჯასტინ გეიჯი, თავის მშობლებთან ერთად, ოვალურ კაბინეტში მოვიდა, რათა ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვება აღენიშნა. ეს ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ორთაბრძოლა იყო და მართლაც, რა ჩხუბი იყო!
ჩემპიონის ნახვა დიდი პატივია. მან კიდევ ერთი, მართლაც შესანიშნავი მებრძოლი დაამარცხა, რომელსაც აქამდე არასდროს წაუგია“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ თოფურია გეიჯისთან მეოთხე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მას შემდეგ დამარცხდა, რაც ილიას კუთხემ ბრძოლა არ გააგრძელა. „ელ მატადორმა“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა და სავარაუდოდ, 2026 წელს, ოქტაგონში ვერ ვიხილავთ.