ილია თოფურია, კამარუ უსმანი, ისლამ მახაჩევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„ისლამთან ჩხუბი თოფურიას გამო ჩამეშალა“ - კამარუ უსმანის საინტერესო კომენტარი

2025 წლის ნოემბერში, ჯეკ დელა მადალენას დამარცხებით UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ისლამ მახაჩევი დაუღალავად იმეორებდა, რომ სურდა ტიტული პირველად კამარუ უსმანთან ჩხუბში დაეცვა, რის გამოც დაღესტნელს ბევრი ადანაშაულებდა იმაში, რომ იოლ მეტოქეს ეძებდა. როგორც ახლა ირკვევა, ისლამთან ბრძოლის ჩანიშვნის დიდი სურვილი თავად კამარუსაც ჰქონდა, რომელმაც მაშინდელი მოვლენები დეტალურად გაიხსენა.

კამარუ უსმანი

ყველამ კარგად იცის, რომ ისლამ მახაჩევთან ჩხუბი მსურდა, თუმცა იმ პერიოდში ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლებოდა. UFC-ის ხელმძღვანელებმა მახაჩევი-თოფურიას ბრძოლის ორგანიზებაზე დაიწყეს მუშაობა და ჩემს თაობაზე დისკუსიები ნელ-ნელა შეწყდა. ამის შემდეგ, ჰანტერ კემპბელი დამიკავშირდა და დრიკუს დუ პლესის ვარიანტი შემომთავაზა, რაზეც ჩემი პასუხი ასეთი იყო: „თუ სატიტულო ჩხუბს ვერ მაძლევთ, მომეცით ისეთი ბრძოლა, რომელიც ჩემპიონობასთან ისევ ახლოს მიმიყვანს და სამხრეთ აფრიკელთან დაპირისპირებას დავთანხმდი“.

ცნობისათვის, კამარუ უსმანისა და დრიკუს დუ პლესის ორთაბრძოლა საშუალო წონით დივიზიონში გაიმართება და მას ოკლაჰომა 19 ივლისს, UFC Fight Night 281-ის ფარგლებში უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ 39 წლის უსმანს კარიერის მანძილზე გამართული 25 ბრძოლიდან 21 აქვს მოგებული, საიდანაც 9 ნოკაუტით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გაურბის გეიჯი რემატჩს? ჰოლოვეის პასუხი
რატომ გაურბის გეიჯი რემატჩს? ჰოლოვეის პასუხი