მაქს ჰოლოუეი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამთან ოქტაგონს სიამოვნებით გავიზიარებ“ - ჰოლოუეი ორმაგ ჩემპიონობას უმიზნებს

11 ივლისს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს წინ დიდი სანახაობა ელით - რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ აქტიურ სპორტში დაბრუნებული კონორ მაკგრეგორი არა მსუბუქ, არამედ ქვესაშუალო წონაში მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. ირლანდიელის ლეგენდარული სტატუსიდან გამომდინარე, წესით გამარჯვებას კონორს უნდა უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მისი დიდხნიანი უქმობის გათვალისწინებით, ბრძოლის მოგების ფავორიტად ჰოლოუეის ასახელებენ, რომელიც როგორც მისი განცხადებებიდან მეტყველებს, ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის მსგავსად, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გეგმავს.

მაქს ჰოლოუეი

რატომ არ უნდა დავბრუნდე უკან, მსუბუქ წონით დივიზიონში საიმისოდ, რომ კიდევ რაღაც ღირებული გავაკეთო და შემდეგ ისევ ქვესაშუალოში ამოვიდე? ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. სიმართლე გითხრათ, როგორც ჯასტინ გეიჯისთან, ასევე ისლამ მახაჩევთან ჩხუბისთვის მზად ვარ. როგორი იქნება ისლამთან შესაძლო დაპირისპირება? იმ კარიერული გზის გათვალისწინებით, რაც მან გაიარა, მახაჩევთან ოქტაგონის გაზიარება ძალიან მაგარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი ბოლოს ოქტაგონში რამდენიმე თვის წინ შევიდა და BMF-ის ქამრისთვის ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო. რაც შეეხება კონორ მაკრეგორს, მან თავისი ბოლო ბრძოლა დასტინ პორიესთან დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიასთან გამარჯვების შემდეგ - ჯასტინ გეიჯი თეთრ სახლს ესტუმრა
ილიასთან გამარჯვების შემდეგ - ჯასტინ გეიჯი თეთრ სახლს ესტუმრა