მახაჩევი: “თოფურიასთან ჩხუბის იდეა მომწონს“
UFC-ის სამყარო ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის დაპირისპირებას ელოდება, თუმცა ჯერჯერობით ამისთვის ქართველმა მებრძოლმა დივიზიონი უნდა შეიცვალოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ისლამ მახაჩევმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბრძოლისთვის მზად არის.
მახაჩევი:
„ილია თოფურიასთან ჩხუბის იდეა მომწონს. თუ ეს UFC-ის ენდომება, მე მზად ვარ. თეთრ სახლში დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ. ახლა რამადანის პერიოდია და არ ვვარჯიშობ. ამის შემდეგ, სავარჯიშო პროცესს განვაახლებ. თეთრი სახლისთვის მზად ვიქნები.“
Islam Makhachev says he likes the idea of fighting Ilia Topuria at the White House ????
— Championship Rounds (@ChampRDS) February 11, 2026
“I like this idea, if UFC wants… I’m ready.”
(via @telegrafrs) pic.twitter.com/fLzBu4x7GZ
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ სასამართლოში ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი მოაგვარა და საწვრთნელი პროცესი განაახლა. გავრცელებული ხმების თანახმად, ის ოქტაგონზე დაბრუნებას 14 ივნისს, „თეთრ სახლში“ დაგეგმილ UFC-ის ტურნირზე აპირებს, სადაც შესაძლოა სწორედ მახაჩევს შეხვდეს.
ქართველი მებრძოლის ბოლო ბრძოლა გასული წლის ივნისში შედგა, სადაც მან პირველსავე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ვაკანტური ტიტული მოიპოვა (რომელიც მახაჩევმა დატოვა), ხოლო დაღესტნელმა მებრძოლმა ნოემბერში UFC-ის ჩემპიონის ქამარი ქვესაშუალო წონაში მოიპოვა, როდესაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯეკ დელა მადალენას სძლია.