მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

კარიერაში პირველად! - ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მსოფლიო რეიტინგის 161-ე ნომერი, ბელგიელი იელინ ვანდრომი სამ სეტში - 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა და ტურნირზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 539-ე ადგილზე იმყოფება. საგულისხმოა, რომ 7 წლის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველად შეძლო დიდი სლემის ძირითად ბადეში მოხვედრა. უიმბლდონის ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U20 მსოფლიო თასი | უელსთან მატჩისთვის საქართველოს შემადგენლობა ცნობილია
U20 მსოფლიო თასი | უელსთან მატჩისთვის საქართველოს შემადგენლობა ცნობილია