ჯანი ინფანტინო, ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

„თუ ბალოგუნი განაცხადში იქნება...“ - ბელგიურმა მხარემ აშშ-ს მიმართა

ფიფას მხრიდან ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის აპელაციის არდაკმყოფილების შემდეგ ბელგიურმა მხარემ მორიგი განცხადება გაავრცელა.

კერძოდ, ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა ამერიკულ მხარეს და შეატყობინა, რომ თუ ფოლარინ ბალოგუნი მატჩის განაცხადში მოხვდება, ამ ფაქტს ისინი მატჩის დასრულების შემდეგ გაასაჩივრებენ.

„ვაცნობეთ აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას, რომ გავასაჩივრებთ ბალოგუნის მატჩში მონაწილეობის უფლებას, თუ ეს ფეხბურთელი ოფიციალურ სამატჩო განაცხადში მოხვდება“, - აღნიშნულია ბელგიური ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ფოლარინ ბალოგუნმა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და ბელგიასთან არ უნდა ეთამაშა, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალეს და ბელგიის წინააღმდეგ თამაშის უფლება დართეს.

ბელგიურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა FIFA-მ ეს აპელაცია დაუშვებლად ცნო. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის შეცვლა მისი დამსახურებაა, რაც FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ უარყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპორტში კარგად ვერკვევი, არ ვიცოდი წითელი რას ნიშნავდა“ | ტრამპი ბალოგუნის ეპიზოდზე
„სპორტში კარგად ვერკვევი, არ ვიცოდი წითელი რას ნიშნავდა“ | ტრამპი ბალოგუნის ეპიზოდზე