დამაჯერებელი გამარჯვება - გორგოძე შტუტგარტის ტურნირის მეოთხედფინალშია
ეკო გორგოძე შტუტგარტის 50-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალშია. 1/8-ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ქლოე პაკე დაამარცხა.
პირველი სეტი ეკომ პაკეს 6:0 მოუგო, მეორეში კი მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო და საბოლოოდ ორ სეტში გაიმარჯვა - 6:0, 6:3.
მეოთხედფინალში გორგოძის მეტოქე არგენტინელი ხულია რიერა იქნება, რომელიც WTA-ს რეიტინგში 182-ე პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში გორგოძემ მასპინძელ ლუიზა მაიერ აუფ დერ ჰაიდეს 2:1 მოუგო.