მარცხი ორ სეტში | მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონს გამოეთიშა
უიმბლდონის მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს 102-ე ჩოგანს, ეშლინ კრუგერს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა.
მარიამმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა ამის შემდეგ ამერიკელი ჩოგბურთელი დომინირებდა. კრუგერმა პირველ სეტში ზედიზედ 6 გეიმი მოიგო, მეორეში კი ბოლქვაძე ნულზე დატოვა — 1:6, 0:6.
შეხვედრა 55 წუთს გაგრძელდა. მარიამმა 8 ვინერსი შეასრულა და 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა. კრუგერმა 6-დან 5 ბრეიკპოინტი გადაარჩინა და 4 ეისი მიითვალა. ბოლქვაძეს ეისი არ ჰქონია და ჩოგბურთელებმა 5-5 ორმაგი შეცდომა დაუშვეს.
ცნობისთვის, მარიამმა უიმბლდონის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად იასპარეზა. უიმბლდონის გარდა, ბოლქვაძეს US Open-ის ძირითად ბადეში უთამაშია და 2019 წელს, მეორე წრეში გავიდა.