საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებმა ოლისეს ყვითელი ბარათის გაუქმება მოითხოვეს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას მაიკლ ოლისეს მიერ მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმება სთხოვა. ამის შესახებ გამოცემა RMC Sport-ი იტყობინება.

უზბეკმა მსაჯმა ილგიზ ტანტაშევმა 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი მერვედფინალში, პარაგვაისთან მატჩის 97-ე წუთზე გააფრთხილა, მას შემდეგ რაც ოლისემ პარაგვაელ მატიას გალარსასთან იკამათა. ამასთან ერთად, ეპიზოდის ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ ოლისე გალარსას სახეს არ შეხებია, პარაგვაელი კი მინდორზე დაეცა.

RMC Sport-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიმართვას ეპიზოდის ვიდეოჩანაწერიც დაურთო. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ფიფამ გააუქმა ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაცია, რომელიც ამერიკელ ფორვარდს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ემუქრებოდა. ბალოგუნის დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალეს და ბელგიის წინააღმდეგ თამაშის უფლება დართეს.

ბელგიურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა FIFA-მ ეს აპელაცია დაუშვებლად ცნო. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის შეცვლა მისი დამსახურებაა, რაც FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ უარყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანი ინფანტინოს ახსნა-განმარტება ბალოგუნის გაუქმებულ დისკვალიფიკაციაზე
ჯანი ინფანტინოს ახსნა-განმარტება ბალოგუნის გაუქმებულ დისკვალიფიკაციაზე