ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„როცა ჩემს მარჯვენას მოგახვედრებ ხანგრძლივი ძილი გელოდება“ - ილია ისლამს

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია, დარწმუნებულია, რომ ის არ ჰგავს არცერთ იმ მეტოქეს, რომლებსაც ისლამ მახაჩევი ოდესმე ოქტაგონზე შეხვედრია.

„ეს არის ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას სურს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ის ამას არ თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს. ძალიან ადვილია ლაპარაკი და ჩემი კრიტიკა ათასობით კილომეტრის მოშორებით ყოფნისას, მაგრამ როდესაც ჩემთან ერთად ოქტაგონზე აღმოჩნდები, მიხვდები, რომ მე არ ვარ ჯეკ დელა მადალენა, არც დენ ჰუკერი და არც ის ბიჭები, რომლებსაც შენ ეჩხუბე. მე სრულიად სხვა რამ ვარ და როდესაც ჩემს მარჯვენა ხელს მოგახვედრებ, დაინახავ, რომ წინ ძალიან ხანგრძლივი ძილი გელოდება“,

- ციტირებს „ელ მატადორის“ სიტყვებს გამოცემა Home of Fight.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ სასამართლოში ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი მოაგვარა და საწვრთნელი პროცესი განაახლა. გავრცელებული ხმების თანახმად, ის ოქტაგონზე დაბრუნებას 14 ივნისს, „თეთრ სახლში“ დაგეგმილ UFC-ის ტურნირზე აპირებს, სადაც შესაძლოა სწორედ მახაჩევს შეხვდეს.

ქართველი მებრძოლის ბოლო ბრძოლა გასული წლის ივნისში შედგა, სადაც მან პირველსავე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ვაკანტური ტიტული მოიპოვა (რომელიც მახაჩევმა დატოვა), ხოლო დაღესტნელმა მებრძოლმა ნოემბერში UFC-ის ჩემპიონის ქამარი ქვესაშუალო წონაში მოიპოვა, როდესაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯეკ დელა მადალენას სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები