ეკო გორგოძე
Aa
Aa

მარცხი ორ სეტში - გორგოძე უიმბლდონის კვალიფიკაციას გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე უიმბლდონის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ფრანგ ლეოლია ჟანჟანს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა.

პირველ სეტში ეკომ თავის ჩაწოდებაზე ორი გეიმი დათმო, მეტოქის ჩაწოდებაზე აღებული ერთი გეიმი კი საკმარისი არ აღმოჩნდა - ჟანჟანმა პირველი სეტი 6:3 მოიგო.

მეორე სეტში ფრანგი ჩოგბურთელის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ჟანჟანი 4:0 დაწინაურდა და საბოლოოდ 6:2 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში გორგოძემ ჩეხი ვენდულა ვალდამანოვა ორ სეტში, 6:2, 7:6 დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს უიმბლდონის კვალიფიკაციის ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. მარიამ ბოლქვაძის მეტოქე 19 წლის იაპონელი ჰაიუ კინოშიტა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
0:6 მესამე სეტში - საბალენკა პეგულასთან დამარცხდა
0:6 მესამე სეტში - საბალენკა პეგულასთან დამარცხდა