ჯასტინ გეიჯი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

ილიასთან გამარჯვების შემდეგ - ჯასტინ გეიჯი თეთრ სახლს ესტუმრა

ილია თოფურიასთან სენსაციური გამარჯვებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ, UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ჯასტინ გეიჯი, ოჯახთან ერთად კვლავ ეწვია თეთრ სახლს, სადაც ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო.

„მე და ჩემმა მშობლებმა დედაქალაქში ვიზიტით ვისიამოვნეთ, სადაც პრეზიდენტთან ერთად ვისადილეთ. ჩემთვის დიდი პატივი იყო ბევრი გამორჩეული მამაკაცისა და ქალის გაცნობა. რა დაუჯერებელი მოგზაურობაა!“

– დაწერა ამერიკელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.

„ჯასტინ გეიჯი მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტში მოვიდა, რათა ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვება აღენიშნა. ეს იყო ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ბრძოლა და რა ბრწყინვალე სანახაობა ვიხილეთ! ჩემთვის დიდი პატივია ჩემპიონთან შეხვედრა – მან დაამარცხა სხვა, მართლაც დიდი მებრძოლი, რომელსაც მანამდე არასდროს წაეგო“,

– დაწერა დონალდ ტრამპმა.

14 ივნისს, თეთრ სახლთან გამართული UFC-ის სადღესასწაულო ტურნირის მთავარ მოვლენაში, ჯასტინ გეიჯიმ, რომელიც ოქტაგონზე აშკარა აუტსაიდერის სტატუსით გავიდა, ილია თოფურიას გუნდი აიძულა, მეოთხე რაუნდის შემდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი ეთქვა. ამით ის მსუბუქ წონაში ორგანიზაციის ახალი, უდავო ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები