„მერაბისა და იანის ბრძოლას, ომალი-იანის ჩხუბი მირჩევნია“ - ჟოზე ალდო
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ჟოზე ალდომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მომავალ საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩუბზე საინტერესო იანისა და შონ ომალის დაპირისპირება იქნება.
რას ამბობს ალდო:
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს UFC მერაბთან დაკავშირებით. ის დომინანტი ჩემპიონი იყო და შესაძლოა, დაუყოვნებლივ რევანშს იმსახურებს. მაგრამ თუ ეს რევანში არ შედგება, მთავარ კანდიდატად შონ ომალის მივიჩნევ.“
„ბოლო ბრძოლის შემდეგ, თავისი პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა. ჯერ კიდევ მაქვს ეჭვები ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებიც დივიზიონის სხვა მებრძოლების საზიანოდ მიიღეს, თუმცა ომალი კვლავ დიდ სახელად და კომერციულად ძალიან მიმზიდველ ფიგურად რჩება.“
„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ იანისა და ომალის პირველ დაპირისპირებაში პიოტრმა გაიმარჯვა, მაგრამ მსაჯებმა მოგება ომალის მისცეს. როგორც გულშემატკივარს, ბევრად მირჩევნია პიოტრ იანისა და შონ ომალის რევანშს ვუყურო, ვიდრე მერაბისა და იანის კიდევ ერთ ბრძოლას.“
მერაბ დვალიშვილთან ზედიზედ ორი სატიტულო მარცხის შემდეგ, ომალიმ რეაბილიტაცია სონგ იადონგთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებით მოახდინა, რასაც UFC Freedom 250-ზე აიმან ზაჰაბის ნოკაუტით დამარცხება მოჰყვა. დვალიშვილმა კი თავისი ტიტული პიოტრ იანთან დათმო და მარცხისთვის რევანშის ასაღებად შანსის დაუყოვნებლივ მიღებას ელის.