ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, ჯორდან ჰენდერსონი
Aa
Aa

ოპერაცია დასჭირდება - ჰენდერსონისთვის მუნდიალი დასრულებულია

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ხელის ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.

36 წლის ფეხბურთელმა მექსიკასთან გამარჯვების აღნიშვნისას მაჯის ტრავმა მიიღო, როდესაც სარეკლამო ბანერზე გადახტომას ცდილობდა. ამის შემდეგ ჰენდერსონი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ჰენდერსონს ოპერაცია დასჭირდება. შესაბამისად, „ბრენტფორდის“ ნახევარმცველი მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისი მეოთხედფინალში ნორვეგიას შეხვდება. მატჩი 11 ივლისს, მაიამიში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
101 წუთიანი სასტიკი ბრძოლა - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა
101 წუთიანი სასტიკი ბრძოლა - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა