„მიწერეთ უფროსებს, რომ ხვალ სამსახურში არ მიხვალთ“ - კეინის და ბელინგემის კომენტარები
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, ინგლისის ნაკრებმა მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრის მთავარმა გმირებმა, ჰარი კეინმა და ჯუდ ბელინგემმა ჟურნალისტებთან განვლილი თამაში შეაფასეს.
ჰარი კეინი:
„ეს გიჟური თამაში იყო. ბრძოლა და სიტუაციიდან გამოსავლის ძიება მოგვიწია. ახლახან ვმღეროდი და წესიერად ვეღარც ვლაპარაკობ. მიუხედავად მეტოქისა და იმისა, რომ ყველა გარემოება ჩვენს წინააღმდეგ იყო, გამარჯვების გზა მაინც ვიპოვეთ. გულშემატკივრებისგაბ წარმოუდგებელი მხარდაჭერა იყო, უბრალოდ, ენა ჩამივარდა.“
ჯუდ ბელინგემი:
„მისწერეთ თქვენს უფროსებს და შეატყობინეთ, რომ ხვალ სამსახურში არ მიხვალთ. წარმომიდგენია ის ქაოსი, რაც ახლა ინგლისში ჩვენი გამარჯვების აღნიშვნის გამო ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხართ და რას აკეთებთ, წარმომიდგენია, რომ ახლა ყველა გულშემატკივარი ერთად ზეიმობს.
ეს არის ის, რაზეც ვოცნებობ — ვიყო ინგლისის ნაკრების ნაწილი, გავაერთიანო ქვეყანა და ვაჩუქო მათ ისეთი საღამოები, რომლებითაც მრავალი წლის განმავლობაში ისიამოვნებენ. ძალიან ვამაყობ გუნდით. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, უბრალოდ გასაოცარია“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები 1/4 ფინალში ნორვეგიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ნორვეგიელებმა 1/8 ფინალური შეხვედრა ბრაზილიასთან 2:1 მოიგეს.