101 წუთიანი სასტიკი ბრძოლა - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპის ყველაზე დრამატული და დაუნდობელი ბრძოლა ვიხილეთ - მექსიკა ინგლისს დაუპირისპირდა და 101 წუთიან შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
ინგლისმა მატჩი კარგად დაიწყო. მექსიკელების საწყისი პრესინგის შემდეგ იყო ჯუდ ბელინგემის ორწუთიანი მომენტუმი ვიხილეთ - 36-ე და 38-ე წუთებზე ჯუდმა დუბლი გაიფორმა. როცა ბევრმა იფიქრა, რომ მექსიკა გატყდებოდა, 42-ე წუთზე კინიონესმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევარში ნამდვილი ომის ველი ვიხილეთ. 54-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ქუანსა გააძევა, რომელმაც მეტოქეს კოჭში გაშლილი ფეხი ჩაარტყა.
როცა მექსიკას გადამწყვეტი უპირატესობა უნდა მოეპოვებინა, ამ დროს მე-60 წუთზე ენტონი გორდონმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ჰარი კეინმა გოლად აქცია.
69-ე წუთზე რაულ ხიმენესმა ჰარი კეინს პენალტითვე უპასუხა და ანგარიშში ჩამორჩენა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა. არბიტრმა შეხვედრას 11 წუთი დაამატა.
ინგლისი ბოლო ნახევარი საათი შეტევაზე აღარ ფიქრობდა. მექსიკას კი შტურმისთვის კრეატივი არ ჰყოფნიდა და ძირითადად ქაოსურად უტევდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო.
ამრიგად, 1/4-ფინალში ბრიტანელები სკანდინავიელებს დაუპირისპირდებიან - ნორვეგია ინგლისის წინააღმდეგ. ჰოლანდი კეინის წინააღმდეგ - უდიდესი აფიშა.