ამირან გოგოლაძე
Aa
Aa

ყოფილი ჩემპიონი საოცარი ნოკაუტით გათიშა | გოგოლაძის ბრწყინვალე დაბრუნება

MMA-ში, ჩეხურ-სლოვაკურ ორგანიზაცია ოქტაგონში, „სნაიპერის'' მეტსახელით ცნობილმა ამირან გოგოლაძემ მოლდოველი იონ სურდუ პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. სურდუმ, რომელიც ამ ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონია, ფეხით დარტყმა სცადა, მაგრამ გოგოლაძემ ერთი დარტყმით გათიშა.

აღნიშნულ ორგანიზაციაში „სნაიპერმა'' ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა, სორდუსთან გამარჯვების შემდეგ სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა.

28 წლის ამირან გოგოლაძემ კარიერაში 21-დან 18 ბრძოლა მოიგო, 3 დათმო.

აღსანიშნავია, რომ გოგოლაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, 2024 წლის 8 ივნისს ბრაზილიელი ლეანდრო სილვა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები