ბალახის სიგრძის შემოწმება მოითხოვეს | ბარსელონამ უეფას მიმართა
Aa
Aa

ბალახის სიგრძის შემოწმება მოითხოვეს | ბარსელონამ უეფას მიმართა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონას“ მეტოქე „ატლეტიკოა“. „როხიბლანკოსმა“ პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო და განმეორებით მატჩს საკუთარ კედლებში, „რიად ეარ მეტროპოლიტანოზე“ გამართვენ.

„ბლაუგრანამ“ „მეტროპოლიტანოზე“ ვარჯიში გუშინ ჩაატარა და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ჰანსი ფლიკის ვიდეო, რომელშიც ის მინდვრის საფარს ამოწმებს, უკმაყოფილო რჩება და უეფას წარმომადგენლებს ესაუბრება.

ესპანური პრესის ცნობით, „ბლაუგრანამ“ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მიმართა და ბალახის სიგრძის შემოწმება მოითხოვა. უეფამ „მეტროპოლიტანოს“ გაზონი შეამოწმა და დაადგინა, რომ ბალახის სიგრძე 26 მილიმეტრია, რაც სტანდარტებს შეესაბამება. უეფას მიერ დაშვებული მაქსიმალური სიგრძე 30 მილიმეტრი გახლავთ.

Mundo Deportivo-ს მიხედვით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა მინდორი შესაფერის კონდიციაში იყოს. უეფა გააკონტროლებს, რომ მატჩის დაწყებამდე გაზონი მორწყან და შესვენებაზეც იგივე გაკეთდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად ნახეთ, როგორც ითამაშა“ | სტარიჯის აზრით, ჩელსის კვარაცხელია უნდა ეყიდა
„კარგად ნახეთ, როგორც ითამაშა“ | სტარიჯის აზრით, ჩელსის კვარაცხელია უნდა ეყიდა