ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ბალახის მდგომარეობით უკმაყოფილოა - ფლიკმა უეფა-ს დელეგატთან იჩივლა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, განმეორებით მატჩში ატლეტიკო ბარსელონას უმასპინძლებს.

მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, როხიბლანკოს სტადიონის ბალახის მდგომარეობით უკმაყოფილო იყო.

ფაბრიციო რომანოს თქმით, ფლიკმა მკაფიოდ გამოხატა უკმაყოფილება მოედნის ხარისხთან დაკავშირებით და კონკრეტულ ზონაზეც მიუთითა, სადაც პრობლემა განსაკუთრებით თვალში საცემი იყო — მით უმეტეს იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ადრე ატლეტიკოსთან მატჩში ჰქონდათ.

პრობლემა, როგორც ირკვევა, ბალახის სიმაღლესა და სიმშრალეს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ბარსელონას დამრიგებელმა მოითხოვა, რომ მოედანი მატჩამდე მინიმუმ 60 წუთით ადრე მორწყულიყო.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხისთვის, რადგან მოედნის მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბურთის მოძრაობასა და გუნდების სათამაშო სტილზე.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კამპ ნოუზე გაიმართა და მადრიდულმა კლუბმა 2:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები