„მეფე ვუნდერკინდის წინააღმდეგ“ | EJU -81 კგ წონით კატეგორიაზე
16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოახლოებულ ტურნირთან დაკავშირებით EJU-მ (ძიუდოს ევროპის კავშირი) საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილსა და ტიმურ არბუზოვზე საუბრობს.
„ტატო გრიგალაშვილს -81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ხელშეუხებელ მეფედ მოიხსენიებდნენ — მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი. და მაინც, ყველა მეფეს უწევს აჯანყებასთან გამკლავება.
-81 კგ-ში ამომავალი ვარსკვლავი, ტიმურ არბუზოვი გამოჩნდა. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახალგაზრდა ვუნდერკინდმა შეუძლებელი შეძლო — მან ქართველი ლეგენდა ტახტიდან ჩამოაგდო და მოულოდნელი ტანი-ოტოში შეუსრულა.
რამდენიმე თვის შემდეგ... სხვა სცენა, იგივე მთავარი პერსონაჟები — ბუდაპეშტი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. დაძაბული და დრამატული 7-წუთიანი ბრძოლის შემდეგ არბუზოვმა ოსტატური კონტრშეტევით ყველა შოკში ჩააგდო. ახლა ის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონია და გადამწყვეტ რემატჩამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.
ევროპის ჩემპიონატს ტატოს სამშობლო, საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. დაიბრუნებს მეფე ტახტს თუ არბუზოვის ეპოქა დადგა? ვინ დაისაკუთრებს სამეფო გვირგვინს?“
ცნობისთვის, გრიგალაშვილსა და არბუზოვს სამი შეხვედრა აქვთ გამართული. 2024 წლის 21 მაისს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატომ გაიმარჯვა, მომდევნო ორი დაპირისპირება კი არბუზოვმა მოიგო.