ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
Aa
Aa

ბექაურისა და მაისურაძის შანსი | 1996 წლის შემდეგ ეს არავის გაუკეთებია

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას 18 ჯუდოკა დაიცავს — 9 ქალბატონი, 9 მამაკაცი. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური იასპარეზებენ და მათ ისტორიული მიღწევის დაფიქსირების შანსი აქვთ.

ევროპის ძიუდოს კავშირის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ჯუდოკას ოქროს მედალი 1996 წლის შემდეგ არ მოუგია. ბოლო, ვინც სამშობლოში ევროპის ჩემპიონი გახდა, მარკ ჰუიზინგა გახლავთ. ნიდერლანდელმა ჯუდოკამ ოქროს მედალი ჰააგაში დაისაკუთრა — ეს მაშინ, როცა ამ კატეგორიის ლიმიტი 86 კილოგრამი იყო.

საინტერესოა, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი კრისტიან პარლატი ტიტულს ვერ დაიცავს და ტურნირზე საერთოდ არ იასპარეზებს. EJU-ს მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ წონით კატეგორიაში ტიტული ვერავინ დაიცვა და ყოველ ტურნირზე ახალი ჩემპიონი გვყავდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები:

-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ: მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ: ილია სულამანიძე

+100 კგ: გურამ თუშიშვილი.

ქალები:

-48 კგ: თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია

-52 კგ: ნინო თათრიშვილი

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-63 კგ: ნინო წიკლაური

-70 კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაში დანასავით ბასრია“ | ლიზარაზუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„შეტევაში დანასავით ბასრია“ | ლიზარაზუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა