გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ლივერპული - პსჟ | როგორია სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე UEFA-მ მოსალოდნელი ძირითადი თერთმეტეული დაასახელა და ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.

პსჟ-ს შემადგენლობა:

საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, ზაირ-ემერი - დუე, დემბელე, კვარაცხელია.

ლივერპულის შემადგენლობა:

მამარდაშვილი - ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი - გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სალაჰი, სობოსლაი, ვირცი - ეკიტიკე.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა პარიზში ლუის ენრიკეს გუნდმა 2:0 მოიგო. იმ მატჩში კვარაცხელიაც და მამარდაშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ამასთან, ხვიჩამ გოლის გატანაც შეძლო და შეხვედრის ბოლოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

„ლივერპულსა“ და პარი სენ-ჟერმენს“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 14 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად ნახეთ, როგორც ითამაშა“ | სტარიჯის აზრით, ჩელსის კვარაცხელია უნდა ეყიდა
„კარგად ნახეთ, როგორც ითამაშა“ | სტარიჯის აზრით, ჩელსის კვარაცხელია უნდა ეყიდა