რამდენ ფულს უხდის ის წყეული დიქტატორი? | სტრიკლენდმა ჩიმაევზე ისაუბრა
MMA-ს მებრძოლმა შონ სტრიკლენდმა ESPN MMA-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხამზატ ჩიმაევის დამარცხება მხოლოდ მას შეუძლია. ასევე, ამერიკელმა ზახმატი სავალე მეთაურის, რამზან კადიროვის მეგობრად მოიხსენია.
„ფლაფი“ ამერიკელი მებრძოლის, ენტონი ერნანდესის მეტსახელია. ის ამჟამად UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა და ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. სტრიკლენდის აზრით, ჭიდაობაში ერნანდესი ჩიმაევზე უკეთესია.
შონ სტრიკლენდი: „ვგრძნობ, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი ბრძოლაა, სადაც... თუ მოიგებ, ხამზატთან ბრძოლის სცენარი უკვე მზადაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხამზატს ნამდვილად უნდა ჩემთან ჩხუბი. ეს დიდი ბრძოლა იქნებოდა. ვფიქრობ, ალბათ ერთადერთი ვარ, ვისაც ჩიმაევის დამარცხება შეუძლია. გულწრფელად მგონია, რომ „ფლაფი“ (ენტონი ერნანდესი) ჩიმაევზე უკეთესი მოჭიდავეა, ტემპითაც და სტილითაც. ხუთ რაუნდზე თუ მიდგა საქმე, „ფლაფი“ ალბათ უკეთესია ჭიდაობაში. თუმცა, დგომში, ვფიქრობ, ჩიმაევმა შეიძლება აჯობოს.
მოკლედ, არ ვიცი, ცოტა უცნაურია, რაც UFC-მ ჩიმაევთან დაკავშირებით გააკეთა. მოიყვანეს ტიპი, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩხუბობს, როგორც რაღაც „მადონა“. ნეტავ რამდენ ფულს უხდის მას ის დიქტატორი ჩუმად? ამ ტიპს ჩხუბი საერთოდ არ სჭირდება, ის ხომ წყეული საველე მეთაურის საუკეთესო მეგობარია. ტიპს G-Wagon-ებს ჩუქნიან.
ჰოდა, გყავთ ვიღაც, ვინც უბრალოდ ზის და ელოდება, სანამ არ აიძულებენ ბრძოლას. მერე რა მოხდა? ნასორდინთან (იმავოვი) უნდოდა ჩხუბი თუ ვიღაცასთან... მერე ამბობს: „ოჰ, შენთან ჩხუბი არ მინდა, ძმაო“. რაზე ლაპარაკობ საერთოდ? ეს სპორტი ასე მუშაობს, ნუ ლაჩრობ.“
31 წლის ჩიმაევი დაუმარცხებელი მებრძოლია, თუმცა სტრიკლენდი მართებულად აღნიშნავს, რომ ხამზატი ბრძოლებს იშვიათად მართავს. ბოლო სამ წელიწადში მან მხოლოდ სამჯერ იჩხუბა: 2023 წელს კამარუ უსმანთან, 2024 წელს რობერტ ვიტაკერთან, ხოლო გასულ წელს — დრიკუს დუ პლესისთან.