ილია თოფურია, შაქურ სტივენსონი
Aa
Aa

„მოვიდეს და მეჩხუბოს“ - დაუმარცხებელი მოკრივე ილიას იწვევს

დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ, შაქურ სტივენსონმა, რომელიც WBO-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია გამოიწვია.

„კრივი UFC-ზე ბევრად წინაა. ჩვენი უნარების შედარება არ შეიძლება... უთხარით, მოვიდეს და მეჩხუბოს“, - განაცხადა სტივენსონმა ერთ-ერთი YouTube-სტრიმის ეთერში.

ცნობისთვის, სტივენსონი 28 წლისაა, მის ანგარიშზე პროფესიულ კრივში 25 გამარჯვება, ხოლო სამოყვარულო კრივში რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალია (56 კგ). შაკურ სტივენსონმა ბოლოს 31 იანვარს იჩხუბა, როცა თანამემამულე თეოფიმო ლოპესი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBO-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ილია თოფურიას, პირადი პრობლემების მოგვარების შემდეგ „ელ მატადორმა“ ვარჯიში განაახლა და ოქტაგონში დაბრუნებისთვის ემზადება. თოფურიამ ბოლოს გასული წლის ზაფხულში იჩხუბა, როცა ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ვაკანტურ საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა. 

ილიას მომდევნო მეტოქე UFC-ში მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პედი პიმბლეტს მოუგო. დიდი ალბათობით, „ელ მატადორის“ მომდევნო ჩხუბი ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: “თოფურიასთან ჩხუბის იდეა მომწონს“
მახაჩევი: “თოფურიასთან ჩხუბის იდეა მომწონს“